რეკლამა

ვანში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

ვანში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

ვანში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი კ.ძ. არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, კ.ძ.-მ გზაზე მიმავალი გოგო მანქანაში ჩაისვა. სავარაუდოდ, მან არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, ასევე, სთხოვა ტელეფონის ნომერი. ინციდენტის შემდეგ, გოგო თავად მივიდა პოლიციაში და მომხდარის შესახებ განაცხადა, რასაც ძაგნიძის დაკავება მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე კ.ძ. სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულების გულისხმობს.

„ევროპულ საქართველოში“ ადასტურებენ, რომ აღნიშნული პირი მათი პარტიის წევრია. პარტიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და პარტია რეაგირებას სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ მოახდენს.

კანონმდებლობის თანახმად, დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები