ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი დაშავდა. მას შენობიდან ჩამოყრილი ლოდები დაეცა.
"დღეს საღამოს, თეთრ ხიდთან "პიკასოს" ძეგლთან გასწვრივ რომ მიტოვებული შენობაა, მოპირდაპირე კაფეში ვისხედით და ვხედავ შენობის მაღლიდან ჩამოცვივდა უზარმაზარი ლოდები. შემდეგ ჩოჩქოლის ხმაც მოყვა. ერთ-ერთი მოზარდი დაზიანდა. ხელის მტევანსა და ფეხზე ჰქონდა საკმაო ზომის ჭრილობა. გამვლელის შეტყობინების შემდეგ, ადგილზე მალევე მოვიდა სასწრაფოც და საპატრულოც.
ჩვეულებრივად შეიძლებოდა დღეს ადამიანის სიცოცხლე გადაყოლოდა ამ ამბავს.
საინტერესოა, ეს კონკრეტული შენობა ასე პატრონის გარეშე რომ არის "მოფრიალებული", მასზე ასასვლელი რატომ არის ღიად და ნებისმიერი მსურველი, თუნდაც მოზარდები რატომ დასეირნობენ შენობის ჭერზე?
მადლობა ღმერთს, რომ ეს ინციდენტი მშვიდობიანად ჩამთავრდა, მაგრამ სხვა დროს შეიძლება ასე არ მოხდეს.
იქნებ გამოჩნდეს ვინმე კომპეტენტური, რომ მიიქციოს ყურადღება ამ ფაქტმა,"-აცხადებს თვითმხილველი.