TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, საფიჩხიის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ქუთაისში, საფიჩხიის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში, საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსის ფასადს, მოწესრიგდა ტროტუარები, განახლდა სარკინიგზო ხიდის საყრდენი კედლები, მოეწყო განათება, გამწვანების კუნძულები, დაიდგა საათი.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 555 377 ლარით დაფინანსდა.





