TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის რეგიონში 149 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

იმერეთის რეგიონში 149 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

იმერეთის რეგიონში 149 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში 46 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, ძლიერი ქარბუქის გამო გართულებული იყო ტექნიკის ეფექტური გამოყენება. ამ დროისთვის 148 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები-ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის მხარე ავრცელებს. 

“ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია მაღალმთიანი ზონის 149 სოფელი, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრამდეა.  ელ. ენერგია არ მიეწოდება 29 790 აბონენტს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 237 აბონენტს. 

მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.

12-ვე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს,”-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu