TOPNEWS » მთავარი თემა » საპატრიარქო სტიქიის ზონაში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს და თბილ გადასაფარებლებს გააგზავნის
საპატრიარქო სტიქიის ზონაში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს და თბილ გადასაფარებლებს გააგზავნის

საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.
ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები... ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.
ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.