TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » 23 წლის სოფო ბაკურაძე შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილებში ამოიცნეს

23 წლის სოფო ბაკურაძე შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილებში ამოიცნეს

23 წლის სოფო ბაკურაძე შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილებში ამოიცნეს

შოვში, სტიქიისას დაღუპულებს შორის  კიდევ 1 ცხედრის ამოცნობა მოხდა. გარდაცვლილი სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძეა. 

სოფო ბაკურაძე შოვში, ე.წ. კოტეჯებში მუშაობდა. მას მცირეწლოვანი შვილი, ლუსი დარჩა. 
 
"გლოლას მკვიდრი, 23 წლის მარტოხელა დედა, სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფოს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ლუსი ( 4 წლამდე), რომელზეც  სრული პასუხისმგებლობა  მარტოხელა დედას ჰქონდა,"-ამბობენ ოჯახის ახლობლები.

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ცხრა ცხედრის ძებნა მიმდინარეობს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu