TOPNEWS » მთავარი თემა » “როდესაც ბიზნესსაქმიანობა შეწყვეტილია, კომპანია ფიზიკურად ვერ მოახერხებს ადამიანებისთვის ხელფასის გადახდას”

“როდესაც ბიზნესსაქმიანობა შეწყვეტილია, კომპანია ფიზიკურად ვერ მოახერხებს ადამიანებისთვის ხელფასის გადახდას”

“როდესაც ბიზნესსაქმიანობა შეწყვეტილია, კომპანია ფიზიკურად ვერ მოახერხებს ადამიანებისთვის ხელფასის გადახდას”

“ჭიათურა მენეჯმენთ კომპანი” “საქართველოს პროფესიული კავშირების” ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებას პასუხობს. პეტრიაშვილი კომპანიისგან მაღაროელებისათვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. 

“გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ „საქართველოს პროფესიული კავშირების“ ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ და ზოგადად, ჭიათურაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სამწუხაროა, რომ ბატონი პეტრიაშვილი სრულად სცილდება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და ისედაც რთულ  მოცემულობაში ასრულებს დესტრუქციულ როლს. ამასთანავე, პეტრიაშვილის განცხადებები სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და რაც ყველაზე მძიმეა, ახალისებს აქციის რადიკალურ მონაწილეებს, რომ კიდევ უფრო გაამწვავონ სიტუაცია. 

CMC -იმ არაერთხელ განმარტა, რომ რიგი მიზეზების გამო, მათ შორის აქციის ორგანიზატორთა დესტრუქციული ქმედებებისა და მაღაროების ხელოვნურად გაჩერების გამო სრულად არის მოკლებული შესაძლებლობას, ყოფილ თანამშრომლებს გაუგრძელოს შრომითი ხელშეკრულებები და გადაუხადოს მათ ანაზღაურება. იმ ფონზე, როდესაც საწარმოო პროცესი შეჩერებულია, კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ - როდესაც ბიზნესსაქმიანობა შეწყვეტილია, კომპანია ფიზიკურად ვერ მოახერხებს ადამიანებისთვის ხელფასის გადახდას.

სამწუხაროა, რომ ბატონი პეტრიაშვილის პოზიციაა - იმუშავებს თუ არა საწარმო წამგებიანობის გამო, მან მაინც გადაიხადოს ხელფასები. ეს პოზიცია პოპულიზმთან ერთად, ბიზნესის ტერორის კლასიკური მაგალითია, ვიდრე პროფკავშირების ფუნქციის განხორციელება. 

მოვუწოდებთ ბატონ პეტრიაშვილს, შეწყვიტოს აბსურდული მოთხოვნების წამოყენება, ასევე შეწყვიტოს ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც კიდევ უფრო ახალისებს ჭიათურაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს,”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu