ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ელენე ქოქოსაძე დააჯილდოვა.
36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ადვოკატირების იმ კამპანის ინიცირება მოახდინა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის უფასო მგზავრობის საკითხის მოგვარებას.
პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს 2020-2023 წლებში, ლელა გრძელიშვილს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის მეურვეს ია კაშიას.
შეხვედრას ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძე, ქუთაისის რესურსენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის მენეჯერი იმერეთის მხარეში ნუგზარ კოხრეიძე დაესწრნენ.
ღონისძიება სკოლის ახალმა დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ გახსნა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მოსწავლეთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის და სასკოლო საზოგადოების დაფასებისთვის.