TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლის სოფელ ბარდუბანში 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

თერჯოლის სოფელ ბარდუბანში 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

თერჯოლის სოფელ ბარდუბანში 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში  ახალი სკოლის  პროექტირებას იწყებს. ბარდუბანში არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.

სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სამასწავლებლოები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის შენობებაში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური  და სპორტული დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოებში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნების მოწყობა.

ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu