ამერიკის ერთ-ერთი რეიტინგული გამოცემა ,,Forbes USA” ხარაგაულელი ცნობილი მეთუნის, ზალიკო ბოჟაძის საქმიანობით დაინტერესდა.
იმერეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ამერიკის ერთ-ერთი რეიტინგული გამოცემის ,,Forbes USA” ჟურნალისტს სტეფან რაბიმოვსა და მის გუნდს, მასპინძლობა DMO იმერეთმა გაუწია.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ჟურნალისტთა გუნდი იმერეთის ღირსშესანიშნაობებთან ერთად კულტურულ მემკვიდრეობას, იმერულ სამზარეულოსა და ტრადიციებს გაეცნო.
აღნიშნული მედიატურის შედეგად ,,Forbes USA”-ს გამოცემაში დაიბეჭდება სტატია ,,Artisanal heritage of Georgia” (საქართველოს ხელოსნური მემკვიდრეობა).
ინფორმაციისთვის, 2013 წლიდან ,,იუნესკოს“- მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ზალიკო ბოჟაძის დამზადებული ქვევრი წარწერით ,,საქართველო“ ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინის შენობის ეზოში დგას.
ქვევრი დამღით ,,საქართველო, მაქათუბანი, ზალიკო ბოჟაძე, XXI საუკუნე“ კულტურის სამინისტროს დელეგაციამ სამახსოვროდ იუნესკოს გაეროს 70-წელთან დაკავშირებით გადასცა.
სულ ახლახან, ცნობილი მეთუნე, ზალიკო ბოჟაძე, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის ტიტულით დაჯილდოვდა.