TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს
ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მათი თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება, სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.
“შპს “ქართული ტრადიციები 2011" მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით: ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიტანეთ სასაფლაოს ცენტრალურ გზაზე,”-აცხადებენ “ქართულ ტრადიციებში”.