TOP-NEWS.GE / ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს

ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოსთან მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მათი თქმით, ინტენსიურად  მიმდინარეობს 13 საქალაქო სასაფლაოსთან  მისასვლელი ცენტრალური გზების და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება, სასაფლაოების ტერიტორიებიდან ნარჩენების გატანა.  

“შპს “ქართული ტრადიციები 2011" მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით: ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიტანეთ სასაფლაოს ცენტრალურ გზაზე,”-აცხადებენ “ქართულ ტრადიციებში”. 

11-04-2025, 15:06
უკან დაბრუნება