რეკლამა

ქუთაისელმა გოგონამ, რომელიც ნიუ იორკის, მანჰეტენის კონსერვატორიაში სწავლობს, ქუთაისში სოლო კონცერტი გამართა

ქუთაისელმა გოგონამ, რომელიც ნიუ იორკის, მანჰეტენის კონსერვატორიაში სწავლობს, ქუთაისში სოლო კონცერტი გამართა

ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში -  ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში  სოლო კონცერტი გამართა ნიუ იორკის, მანჰეტენის კონსერვატორიის (Manhattan Music School - Conservatory in New York City) IV კურსის სტუდენტმა ნინი გიორგაძემ, რომელსაც კონცერტმაისტერობას უწევდა გიორგი რევიშვილი. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, სიბელიუსის და ფრანკის ნაწარმოებები.

ნინი გიორგაძე  ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. ის პირველივე კლასიდან ( N1სამუსიკო სკოლა)  ყოველწლიურად მართავდა სოლო კონცერტებს, აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიებებში, საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებსა და ფესტივალებზე მისი წარმატებები აღინიშნებოდა გრან პრით და 1 პრემიებით. 

ნინის პროფესიულ ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა  მისმა პედაგოგმა ეკა გიორგაძემ  (კონცერტმაისტერი: კესო ზვიადაძე). 
 
ამჟამად, ნინი სპეციალობას ეუფლება მანჰეტენის კონსერვატორიის საორკესტრო მიმართულების ხელმძღვანელ პროფესორ ნიკოლას მანისთან; მონაწილეობს ამავე სასწავლებლის სიმფონიურ ორკესტრებსა და კამერულ ანსამბლებში.  წარმატებული სტუდენტი დეკემბრისთვის  ემზადება სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად.


ტეგები:

Facebook - კომენტარები