TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროში მოპოვებითი სამუშაოები განახლდა
ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროში მოპოვებითი სამუშაოები განახლდა

მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები უკვე განახლდა მღვიმევის მაღაროში.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, მოპოვების დაწყებამდე შესრულდა უსაფრთხოების სტანდარტებით განსაზღვრული ყველა აუცილებელი პროცედურა. აღდგენითი და გადამაგრებითი სამუშაოები სრულად შეასრულა მღვიმევის მაღაროს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ტექნიკურმა ჯგუფმა.
ჭიათურაში მთლიანი საწარმოო ჯაჭვის აღდგენა წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.