TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთს 24 ახალი ავტობუსი გადაეცა

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი გადაეცა

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი გადაეცა

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. 

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა.

ქვეყნის მასშტაბით, 77 ახალი M3 ტიპის საქალაქო ავტობუსიდან იმერეთის რეგიონში ჭიათურას - 8, სამტრედიას - 4, საჩხერეს - 3, ხარაგაულს - 3, თერჯოლას - 2, ხონს -2, ზესტაფონს - 1 და ტყიბულს - 1 ავტობუსი გადაეცემა.  

ავტობუსების შესაძენად ტენდერის საერთო ღირებულება 32 მლნ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ჯამში 78 ახალი მიკროავტობუსიდან  იმერეთში მიკროავტობუსები გადაეცემა ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს 3-3, ხოლო ბაღდათის, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებს 2-2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 მლნ ლარამდეა. 

ახალი სატრანსპორტო საშუალებები თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu