რაჭაში “ფუძეობა” გაიმართება
27 აგვისტოს, 15:00 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აგრეთვე „შემოქმედებითი საქართველოს“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართება.
ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ფესტივალის სლოგანია-„დაუბრუნდი შენს ფუძეს“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
15:00-19:00 საათი -ღვინის სივრცე, კვების სივრცე, ლორის პავილიონი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცე.
16:30-19:00 საათი-ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
18:00 საათი- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების და სხვადასხვა სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება.
19:30 საათი- ჯგუფი „ურსა“.
21:00- DJ- ის მუსიკალური პროგრამა.





