რეკლამა

საპატრულო პოლიციის უფროსის მამა, რომელიც ქუთაისში მოსამართლეა, 7 უძრავ ქონებას მალავს

საპატრულო პოლიციის უფროსის მამა, რომელიც ქუთაისში მოსამართლეა, 7 უძრავ ქონებას მალავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. შოთა სირაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა.

ორგანიზაციის ცნობით, შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება:

873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ქალაქ ხობში.
500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში.
5498 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
2785 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება:

1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში. 
ორი მცირე ფართი (9.88 კვ.მ. და 13.43 კვ.მ.) ქალაქ ხობში.
შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:

3150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.
კიდევ ერთი დარღვევაა დაუდეკლარირებელი ხელფასი, TI წერს, რომ შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითა.

დარღვევა III: დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილები - ორგანიზაციის ცნობით, შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს „კატე გლობალის” 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული. 

"ამასთან, ლატარია შპს „გლობალ ოილის“ მეწილე და სპს “ბერაია და კომპანია სპს“-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30,000 და 15,000 ლარი შესწირა", - აღნიშნავს ორგანიზაცია.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს შოთა სირაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები