TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერის მერმა სოფელ სპეთში 12-შვილიან ოჯახს 5 000 ლარი გადასცა

საჩხერის მერმა სოფელ სპეთში 12-შვილიან ოჯახს 5 000 ლარი გადასცა

საჩხერის მერმა სოფელ სპეთში 12-შვილიან ოჯახს 5 000 ლარი გადასცა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს შობადობის წახალისებას. მუნიციპალიტეტის მერი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სპეთში, კიპაროიძეების 12 შვილიან ოჯახს ესტუმრა.

ოჯახს რამდენიმე თვის წინ მე-12 შვილი შეეძინა.  ლევან ივანაშვილმა მათ მიულოცა, 5000 ლარი და  საჩუქრები გადასცა. 

აღსანიშნავია,  რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია 2026 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში საჩხერის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, შვილის შეძენისას, ერთჯერად ფულად დახმარებას იღებს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu