საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს შობადობის წახალისებას. მუნიციპალიტეტის მერი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სპეთში, კიპაროიძეების 12 შვილიან ოჯახს ესტუმრა.
ოჯახს რამდენიმე თვის წინ მე-12 შვილი შეეძინა. ლევან ივანაშვილმა მათ მიულოცა, 5000 ლარი და საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია 2026 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში საჩხერის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, შვილის შეძენისას, ერთჯერად ფულად დახმარებას იღებს.