TOPNEWS » მთავარი თემა » 15 მაისიდან ჭიათურაში მღვიმევის მაღარო მუშაობას განაახლებს

15 მაისიდან ჭიათურაში მღვიმევის მაღარო მუშაობას განაახლებს

15 მაისიდან ჭიათურაში მღვიმევის მაღარო მუშაობას განაახლებს

15 მაისიდან ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროზე სამუშაო პროცესი განახლდება. 

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან არსებულ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჭიათურის საწარმოები ამუშავდება რეორგანიზაციის გეგმით, რაც თანამშრომლების განახლებულ საშტატო სტრუქტურაში ხელახლა დასაქმებას ითვალისწინებს.

“კომპანია ახლიდან დაასაქმებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რეორგანიზაციის პროცესში.

მუშაობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველდღიურ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა და დეტალური ინფორმაციის მიღება უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტისგან.

კომპანია გეგმავს სწრაფად დააკომპლექტოს ყველა ობიექტი და ეტაპობრივად ამუშავდეს. 15 მაისიდან სამუშაოები დაიწყება მღვიმევის მაღაროზე, რასაც მალევე მოჰყვება დარჩენილი ობიექტები,”-აცხადებენ კომპანიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu