TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს

თერჯოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს

თერჯოლაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

თერჯოლის მერის ინიციატივით, მსგავსი ღონისძიებები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მეოთხე წელია მოქმედებს და ამ დრომდე დახმარება 100-ზე მეტმა  ოჯახმა მიიღო. 

მორიგი სოციალური აქცია მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით განხორციელდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეში, აღნიშნული  ოჯახების სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით,  მიმდინარე წელს  20 000 ლარამდე  დაიხარჯა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu