TOPNEWS » მთავარი თემა » მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ასევე ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე - საშუალო),"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu