TOPNEWS » მთავარი თემა » რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაოები გრძელდება

რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაოები გრძელდება

რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაოები გრძელდება

რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაოები გრძელდება. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლიანი გზის მშენებლობა მალე დასრულდება. დასრულებულ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი.

“ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზა სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით. ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (49 გვირაბითა და 88 ხიდით),”-აცხადებენ დეპარტამენტში. 

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu