TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე.

ამ ეტაპზე  ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან კორპუსებს. თანამედროვე ენერგოეფექტური  მასალით შეიფუთება ამორტიზებული კედლები, შეიცვლება  კარ-ფანჯრები. პარალელურად, ფასადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის და კრავეიშვილის კორპუსებზე.

პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებს სრულიად ახალი იერსახე მიეცემა.

ასევე, მდინარე ჭურთავაზე, ახალი ხიდების მოწყობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu