TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გახდა

იმერეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გახდა

იმერეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გახდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მუშაობის სპეციფიკისა და ადგილზე არსებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, იმერეთის რეგიონში არსებულ დაცული ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

ბესიკ ამირანაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად, სათაფლიის აღკვეთილი, ნავენახევის მღვიმე და აჯამეთის დაცულ ტერიტორია დაათვალიერა, არსებული გამოწვევები და  სამომავლო განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ სათაფლია, ნავენახევის მღვიმე და აჯამეთის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში არსებული გამორჩეული ტურისტული მიმართულებებია და დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს აღნიშნული ტერიტორიების განვითარებასა და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი მოგზაურობის შესაძლებლობის გაუმჯობესების მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu