რეკლამა

აგვისტოს ომს ვანიდან 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა

აგვისტოს ომს ვანიდან 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა

16 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. 

 ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ  ვეტერანებთან და მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი.  გმირებისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულეს ჩოხოსნებმა.

 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ვანის მუნიციპალიტეტიდან 5 ჯარისკაცი დაიღუპა: შოთა ხურციძე, შალვა ტრაპაიძე, დავით დვალიშვილი, ილია გაბუნია და მიხეილ დვალიშვილი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები