ქუთაისში “მუსიკალური საღამოები” დაიხურა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლაში კონცერტების ციკლი „მუსიკალური საღამოები“ მიმდინარეობდა, რომელიც სკოლის 70 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა.
კონცერტების ციკლი „ძველებური მუსიკის საღამოთი“გაიხსნა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა კოსტუმირებული კონცერტი წარმოადგინეს. „მუსიკალური საღამოები“ შემდეგ “პლენარული მუსიკის საღამოთი“ გაგრძელდა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ვოკალურ და ხალხურ საკრავთა განყოფილებები. ასევე, ჩატარდა სკოლის საორკესტრო განყოფილების კონცერტი.
“მუსიკალური საღამოები“ მეორე სამუსიკო სკოლაში საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი დაიხურა. კონცერტს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქუთაისის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე დაესწრო.