TOPNEWS » მთავარი თემა » ადგილები ზესტაფონში, სადაც ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

ადგილები ზესტაფონში, სადაც ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

ადგილები ზესტაფონში, სადაც ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში,  ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი აშენდება.

"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აშენდება სოფელ ფუთში, ალავერდში, ცხენთაროსა და ძირულაში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ქალაქის N 5 საბავშვო ბაღს. ახალი საბავშვო ბაღის შენობები 50 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღბის მშენებლობაზე 5,056,000 ლარი დაიხარჯება.

სოფელ ფუთში და ცხენთაროში,  საბავშვო ბაღის ძველი, ამორტიზებული შენობების დემონტაჟი  უკვე განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება,"-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu