რეკლამა

რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?-ექიმი მშობლებს აფრთხილებს

რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?-ექიმი მშობლებს აფრთხილებს

ბავ­შვე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს, თით­ქმის 30%-ს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კას მო­მარ­თავს, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა-გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა არ არის სწო­რი, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, თუ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში კლი­ნი­კა­ში, 25-30 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობ­და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბის დი­აგ­ნო­ზით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 80-მდე გა­ი­ზარ­და.

"გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვარ ვირუ­სებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი არ გვაქვს. ბავ­შვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი: მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ხვე­ლა.

ყვე­ლა ამ ნიშ­ნის გა­მოვ­ლე­ნი­სას უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ საქ­მე გრი­პის ვირუს­თან გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბო ნი­შა­ნია.

გრი­პის ვირუსს 5-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის დიდი რის­კი აქვს. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ პრე­ვენ­ცი­ის სა­მიზ­ნეს სწო­რედ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში არის სწო­რედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

აღ­ნიშ­ნულ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში არის ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლი გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.

ახ­ლაც ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს, თით­ქმის 30%-ს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კას მო­მარ­თავს გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი კლი­ნი­კურ ნიშ­ნე­ბით ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის გარ­თუ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს.

ეს ერთ-ერთი დი­აგ­ნო­ზია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს კლი­ნი­კა­ში მარ­თვას. გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა არ არის სწო­რი, ასე­თი ბავ­შვი, გან­სა­კუთ­რე­ბით 5 წლამ­დე, კლი­ნი­კა­ში უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტი უნდა მი­ი­ღოს.

თუ დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, 25-30 პა­ცი­ენ­ტი იწვა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 75-80-ის ფარ­გლებ­შია. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, ასე იყო წინა წლებ­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­კემ­ბე­რი - იან­ვა­რი ყო­ველ­თვის გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი პე­რი­ო­დია. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ წელს ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო გა­სულ 2 წელს. თუ 2022 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს 380 შემ­თხვე­ვა იყო 100 ათასს მო­სახ­ლე­ზე, ახლა 160-170 არის, ამი­ტომ დიახ, მა­ტე­ბა არის, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რო­გორც 2022 და 2021 წელს იყო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იან­ვარ­ში მო­ი­მა­ტოს ამ ციფ­რებ­მა, წინ არის იან­ვა­რი. სა­ვა­რა­უ­დოდ, წელს გრი­პის სე­ზო­ნი ისე­თი აქ­ტი­უ­რი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც წინა წლებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები