ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე სარეაბილიტაციობი სამუშაოები მიდინარეობს.
ცაგერის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გეოლოგთა ჯგუფის რეკომენდაციის მიხედვით ხორციელდება.
"ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. აგრეთვე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს ტერასების მოწყობა, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ამ დროისთვის ტვიშის თემი სარგებლობს ალტერნატიული/შემოვლითი გზით. ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა დროულად იქნეს აღდგენილი ტრანსპორტის მოძრაობა,"-აცხადებენ მერიაში.