რეკლამა

ღია ლიფტის მოწყობა-რა გეგმები აქვს "პორტო გუმათს"?

ღია ლიფტის მოწყობა-რა გეგმები აქვს "პორტო გუმათს"?

ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარე, ახლად გახსნილი სასტუმრო „პორტო გუმათი“ მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურულ განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან, სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა, თემურ გვიჩიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო 3 თვეა რაც გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში კი მისი დატვირთვა მხოლოდ 20%-ს შეადგენდა, რაც დაბალი ცნობადობითაა განპირობებული.

"მიმდინარე წლის გეგმაა, ღია ლიფტის გაკეთება, რომელიც მთის ფერდობიდან წყალსაცავამდე იქნება გადაჭიმული. პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 70 000 - 100 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ლიფტი თავდაპირველად, მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება, შესაბამისი რესურსების მოძიების შემდეგ კი ამ ლიფტი გვინდა, შეზღუდული შესაძლებლობის პირებმაც ისარგებლონ.

სასტუმრო „პორტო გუმათი“ არ არის ჯგუფური ტურებისთვის გათვლილი. ეს არის გლემპინგ სივრცე, რომელიც 10 კოტეჯს აერთიანებს. კერძოდ, 3-ადგილიან 2 კოტეჯსა და 2-ადგილიან 8 კოტეჯს. ამასთან, სივრცე კეთილ მოწყობილ კაფე-ბარსა და ღია ტერასას მოიცავს, სადაც ბანკეტებისა და ხელის მოწერის ცერემონიალის გამართვაა შესაძლებელი. ასევე გვაქვს საუნაც და აუზიც, რომელიც მომხმარებლებს მოემსახურება. ამასთან, ჩვენთან მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ნავით ან კატერით ისარგებლოს. ხოლო, რაც შეეხება მის ღირებულებას, საშუალოდ ერთი ღამის განთავსება ორ ადამიანზე საუზმით, 250 ლარია", - აცხადებს გვიჩიანი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სრულად მოსაწყობად ჯამში 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მასში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული.

როგორც სასტუმროს გენერალური დირექტორი ვარაუდობს, მიმდინარე წელს, გაზაფხულზე ახალი კადრების დამატებაც იგეგმება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები