რეკლამა

ხარაგაულის სოფელ ისლარში ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის სოფელ ისლარში ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის სოფელ ისლარში, მდინარე ჯიხველას მარჯვენა სანაპიროზე, 𝟰𝟬 მეტრის სიგრძის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი ორ ლოკაციას მოიცავს და მისი ღირებულება 𝟭𝟬𝟭 𝟯𝟲𝟵 ლარია.

სამუშაოებს დღეს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და მერის წარმომადგენელთან, ავთო თაბუკაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა აუცილებელი გახდა წყალმოვარდნის შედეგად დაზიანებული სავალი გზის ჩაშლის გამო.

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება, რომლის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ მიმდინარე წელს 𝟭 𝟲𝟮𝟱 𝟬𝟬𝟬 ლარი მიიღო.

ხარაგაულში, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება სხვა ლოკაციებზეც:

მარელისი – ხიდ-ბოგირის გამაგრება – 𝟭𝟴 𝟰𝟮𝟵 ლარი

ღორეშა – ხიდის მშენებლობა – 𝟱𝟮 𝟴𝟴𝟴 ლარი

 ბორითი – გაბიონის მოწყობა – 𝟯𝟬 𝟳𝟮𝟳 ლარი

საბე – საფეხმავლო ხიდის მოწყობა – 𝟯𝟱 𝟯𝟴𝟯 ლარი

სარგვეში – გზის საყრდენი კედლის მოწყობა – 𝟰𝟭 𝟯𝟰𝟰 ლარი

ჩალხაეთი – საფეხმავლო ხიდის მოწყობა – 𝟮𝟰 𝟴𝟬𝟭 ლარი

ზვარე და ნუნისი – გზის საყრდენი კედლების მოწყობა – 𝟮𝟵𝟬 𝟰𝟮𝟯 ლარი

როგორც ხარაგაულის მერიაში აღნიშნავენ, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები