7 მარტს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი მსმენელებს ვოკალური და სიმფონიური მუსიკის კონცერტზე იწვევს.
კონცერტის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა - უვერტიურები ოპერებიდან „გატაცება სერალიდან“, „ფიგაროს ქორწინება“, მოტეტი „Exsultate, jubilate“ სოპრანოსა და ორკესტრისთვის, კონცერტი კლარნეტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
კონცერტში მონაწილეობენ - ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, თეატრის სოლისტი ნათია მელქაძე (სოპრანო), აუგსბურგის უნივერსიტეტის ლეოპოლდ მოცარტის სახელობის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის მაგისტრანტი გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი). კონცერტს წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.
მოცარტის მუსიკის კონცერტი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.