TOPNEWS » მთავარი თემა » გოგნისა და ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი იგება
გოგნისა და ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი იგება
თერჯოლის სოფელ გოგნისა და ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, გზაზე 1 კილომეტრამდე არმირებული ბეტონის საფარის მქონე გზა ეწყობა. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 315 484 ლარია, შპს "სანდრო" ასრულებს.





