TOP-NEWS.GE / გოგნისა და ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

გოგნისა და ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

თერჯოლის სოფელ გოგნისა და ტყიბულის  დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გზაზე 1 კილომეტრამდე არმირებული ბეტონის საფარის მქონე გზა ეწყობა. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 315 484 ლარია, შპს "სანდრო" ასრულებს. 

6-03-2024, 21:07
უკან დაბრუნება