“ვპირდები საზოგადოებას: მათ ნდობას აუცილებლად გავამართლებ, საკუთარ წვლილს შევიტან ქუთაისის განვითარებაში და ბოლომდე დავიხარჯები ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის”
გიორგი იობაშვილი ქუთაისში, სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
დაიბადა 1980 წელს ქუთაისში და დაამთავრა 36-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლობდა ასევე გერმანიაში, დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების ფაკულტეტზე. აქვს როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
“ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, სოფელი, ოლქი თუ უბანი ვითარდება მმართველი გუნდის სწორი სტრატეგიით და მოსახლეობის ჩართულობით. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ გუნდის წევრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არის გამოწვევა და მზად ვარ, ღირსეულად ვუპასუხო ამ გამოწვევას. ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მე დავიცავ ჩემს ოლქში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს და ვიქნები მათი ხმა საკრებულოში. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მოქალაქეების გვერდით დგომით, შევძლებ ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. მეორედ მეძლევა შანსი გავხდე ადგილობრივი ხელისუფლების წევრი და ვპირდები საზოგადოებას, რომ მათ ნდობას აუცილებლად გავამართლებ, საკუთარ წვლილს შევიტან ქუთაისის განვითარებაში და ბოლომდე დავიხარჯები ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის!
ქუთაისი ჩემთვის არის უძველესი ევროპული ქალაქი თანამედროვე აზროვნებით, კულტურით, ტრადიციებით და ისტორიული არქიტექტურით!
მეტი განვითარება 3 500 წლიანი ისტორიის მქონე ქუთაისს!,”-ამბობს გიორგი იობაშვილი.

















