რეკლამა

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქუთაისში საბავშვო უნივერსიტეტი გახსნა

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქუთაისში საბავშვო უნივერსიტეტი გახსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ პირველი საჯარო ლექცია თემაზე  – „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხა.

გიორგი ხუბუამ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორის თქმით, KIU ახალგაზრდებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს, რაც მათ ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე უნიკალური გამოცდილება დააგროვონ.

პირველ საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ლექციის დასრულების შემდეგ, KIU-ს სტუდენტ-ელჩებმა მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ქალაქი დაათვალიერებინეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები