თერჯოლაში რაიბულ ქომეთიანს ბევრი იცნობს. მის კოხტა კარ-მიდამოში ნახავთ საკუთარი ხელით შექმნილ სივრცეებს, მყუდრო,პატარა სახლს, რომელიც ყოველთვის მზად არის სტუმრის მისაღებად.
საოჯახო სასტუმროს ექვსი ნომერი აქვს და 12 სტუმარზეა გათვლილი. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო კომუნიკაციით. ეზო დატვირთულია ღია და დახურული დასასვენებელი სივრცეებით, აივნებით, იმერული ჭურ-მარნით, სადაც შეიძლება ღვინისა და ადგილზე გამოხდილი არყის დაგემოვნება..აქვე შეგიძლიათ მაგიდის ჩოგბურთის თამაშით დაკავდეთ.
ასევე ნახავთ საუცხოო ბუხარს, თონეს,
თიხის ჭურჭელს, მაყალს, რაც იმას მოწმობს, რომ აქ მოსულ სტუმარს გულუხვ მასპინძლობას გაგიწევენ. სტუმრის მისაღებად მოლაპარაკე თუთიყუში "კაშკაც"კი მზად არის.
უცხოელი ტურისტებისთვის ასევე არსებობს მძღოლისა და გიდის მომსახურების სერვისი.რის შედეგადაც შეგიძლიათ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იმოგზაუროთ.