საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთი საფხბურთო ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას.
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ამას გარდა, აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებითა და ადმინისტრაციული ოთახებით.
პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინსფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.
სამტრედიის გარდა, მსგასვი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.