რეკლამა

დაბა ლენტეხი და მიმდებარე სოფლები უამინდობამ შუქის გარეშე დატოვა

დაბა ლენტეხი და მიმდებარე სოფლები უამინდობამ შუქის გარეშე დატოვა

დაბა ლენტეხს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

როგორც ლენტეხის მერიაში აცხადებენ, რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო, ლენტეხი-ცაგერის ცენტრალურ გზაზე დაზიანდა ელექტროენერგიის მაღალი გადაცემის ხაზები, რამაც აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვია.

"დღის განმავლობაში "ენერგო-პრო ჯორჯიას" შესაბამისი ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე პრობლემის აღოსაფხვრელად, მაგრამ დაზიანებების  სირთულის გამო, დღეს, ვერ მოხერხდა ელექტროენერგის გადამცემი ხაზების აღდგენა.

სავარაუდოდ, ელექტროენერგია ლენტეხის მუნიციპალიტეტს  ხვალ დღის მეორე ნახევარში აღუდგება,"-აცხადებენ მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები