საჩხერეში საახალწლო მორთულობები დააზიანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“დაზიანებულია საახალწლო მორთულობები! სირცხვილია.
ახალ წელთან დაკავშირებით საზეიმოდ მოირთო ქალაქი. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახლაც, როგორც ყოველთვის, ზრუნავს ქალაქის სილამაზესა და სისუფთავეზე, მოსახლეობის საახალწლო განწყობაზე.
გუშინ საჩხერეში ცენტრალური მთავრობის ორგანიზებით გაიმართა შესანიშნავი კონცერტი, იგრძნობოდა საზეიმო განწყობა დამსწრე საზოგადოებაში, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა, როგორც ჩამოსული სტუმარი, ისე მასპინძელი. დილით კი აღმოვაჩინეთ დაჭრილი და დაწყვეტილი განათებები. ეს არის სამარცხვინო, სრულიად ლოგიკას მოკლებული საქციელი! ეს არის სიბოროტე! ქალაქი ყველასია, ახალი წელი ყველასია და მორთულობებსაც ყველა შევხარით. ნუ დაჭრი! ნუ გაანადგურებ! ეს ყველაფერი შენია,”-ნათქვამია განცხადებაში.