იმერეთში, მდინარე ძუსას ხეობაში ჰესის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ.
"მეგობრებო, მდინარე ძუსას ხეობაში ( სკანდე თავასას მიმდებარედ) აგვისტოს თვიდან იწყება ჰესის მშენებლობა. ბელურუსულ კომპანიას გადაცეს ნებართვა. სოფელ თავასაში 35 უცხოელისთვის ეძებენ საცხოვრებელ ფართებს ( ასევე ზესტაფონის ჯგუფებში ცდილობენ ანონიმურად მოძებნონ შესაბამისი ფართი 10-15 ადამიანისთვის) ადგილზე იგეგმება რკინისა და ბეტონის საამქროების შექმნა. ასევე, გზებზე ივლიან მძინეწონიანი სატვირთო ავტომობილები. გათვალისწინებულია მდინარის დიდი ნაწილის გვირაბში მოქცევა.
ეს ყველაფერი გაანადგურებს მდინარის ხეობას, აღარ იქნება ის ჩანჩქერები და საბანაო ადგილები, სადაც დღეს ვგრილდებით, რომლებსაც ასევე სტუმრობენ ვიზიტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეიცვლება კლიმატი. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მდინარის გასწვრივ მდებარე სოფელებზე. კლიმატის ცვლილება და ტურისტული ადგილების გაქრობა, მიმდებარე სოფლების განვითარებისთვის იქნება დიდი დარტყმა.
არავინ მიაქირაოთ საცხოვრებელი ფართები ამ ხალხს, თუ გიყვართ თქვენი ქვეყანა და სოფელი, აი ის სადაც თქვენი აკვანი დაირწა, ახლა გამოჩნდება თქვენი სიყვარული სოფლის მიმართ.
არსებობს იმის პრეცედენტი (ლეჩხუმში) თუ რა ძალა აქვს ხალხის ერთიანობას. ჩვენც მსგავსად უნდა გავაპროტესტოთ. ამის შესაჩერებლად მივმართოდ ყველანაირ ძალას ( კანონის ჩარჩოებში). მითუმეტეს. ისე ვერაგულად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობასთან არავინ მოსულა,"-ინფორმაცია სპეციალურად შექმნილ ჯგუფში "ძუსის ხეობის დასაცავად" ვრცელდება.