ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო კომფორტული სასწავლო- სააღმზრდელო სივრცე შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა განახლებული ინვენტარით. იგი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.