ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აქციებს მართავს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აქციებს მართავს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ კოროხნალის მაღაროსთან საპროტესტო კარავი გაშალა და აქციები დაიწყო.
შუქრუთში მოქმედი 14 მაღარო სოლიდარობის ნიშნად გაჩერდა, იქამდე სანამ არ დაკმაყოფილდება მოქალაქეთა მოთხოვნები.
სოფელში კომპანია GM-ის მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივებს დაენგრათ და დაებზარათ სახლები. 

2021 წელს, კომპანიასა და მოსახლეობას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხს ითვალისწინებდა, ამ დრომდე შეუსრულებელია. სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა კომპანიას, თუმცა კომპანიის მენეჯერები უარს ამბობენ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ კომპანია არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები