TOPNEWS » მთავარი თემა » სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu