საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომლებიც სააგენტომ 2023 წელს განვითარებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული მოვლენების საფუძველზე დააწესა.
წლის გადაწყვეტილება-ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქალაქის სისუფთავეზე მზრუნველი 350 ადამიანი მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს
წლის მასპინძელი-აგრო სახლი „ქორენა“ და მისი დამფუძნებელი მაია კეზევაძე
წლის დანაკლისი -ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალება
წლის კულტურული მოვლენა-ქუთაისში სამოქალაქო თეატრის დაარსება
წლის დირექტორი-თერჯოლის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე
წლის პროექტი-რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი
წლის „განქორწინება“-ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დაშლა
წლის კონტაქტი-ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახური თეონა მელქაძე
წლის დიპლომატი-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
წლის ადამიანი-გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი
წლის მიღწევა-ქუთაისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა
წლის „თურმე შეგვძლებია“-ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“-ს წინსვლა
წლის გუბერნატორი-სახელმწიფო რწმუნებული რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე
წლის საჯარო მოხელე-სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე
წლის სიცოცხლე-ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი
წლის მზრუნველი-ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე
წლის „ზრუნვა“-მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა რეგიონებში მოსახლეობის უფასოდ გამოკვლევაზე
წლის „სტუმარ-მასპინძლობა“-საჩხერის სოფელ ჭორვილას მოსახლეობის დაპირისპირება სოფელში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან
წლის „ხარისხი“-სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ხიდის ნგრევა
წლის „როგორც იქნა, დავიჯერეთ,“-ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის გახსნა
წლის დედოფალი-ქუთაისის საახალწლო ნაძვის ხე
წლის მკვდრეთით აღდგომა-ტყიბულის რეაბილიტაცია
წლის „მაინც არ მოგასვენებთ“-ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა შუშანია
Top-news.ge ბედნიერ 2024 წელს გისურვებთ!