რეკლამა

ავარიას ბაღდათის სპორტული სკოლის თანამშრომელი ემსხვერპლა

ავარიას ბაღდათის სპორტული სკოლის თანამშრომელი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათის სპორტული სკოლის და მოზარდთა აქტივობის ცენტრის თანამშრომელი მევლუდ ჯიხვაძე ემსხვერპლა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 2024 წლის 13 თებერვალს მოხდა. მევლუდ ჯიხვაძე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და Მას შეეჯახა. დაშავებული მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადიოდა, საიდანაც თბილისში გადაიყვანეს, თუმცა გადაყვანიდან რამდენიმე საათში მამაკაცს გული გაუჩერდა.



ტეგები:

Facebook - კომენტარები