ბაღები და სკოლები, რომლებიც ქუთაისში შენდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქუთაისში სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრმა დაათვალიერა ქუთაისში 450 აღსაზრდელზე გათვლილი N33 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები.
რევაზ სოხაძე ასევე იმყოფებოდა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით აშენებულ 180 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღში, სადაც შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
“საბავშვო ბაღები თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და რეაბილიტირდება. ეწყობა საძინებლები, სათამაშო, გამოსაცვლელი, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები, გარე სათამაშო მოედნები და რეკრეაციული სივრცეები.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სამუშაოები 2026 წელს უნდა დასრულდეს. 200 მოსწავლეზეა გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება. სკოლაში მოეწყობა ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და წყალარინების ახალი სისტემები,”-ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.