მთავრობის ადმინისტაციის ორგანიზებით, 15 ივლისს გორდი“მთის დღეებს” უმასპინძლებს.
"დადიანების დაცული ტყეპარკის მიმართულებითა და უკან მოსახლეობის ტრანსპორტირებას და ღონისძიებებზე დასწრებას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერია.
მიკროავტობუსები ხონის ცენტრალური მოედნიდან გავლენ 12:00 საათსა და 13:00 საათზე,"-აცხადებენ ხონის მერიაში.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ.
თუშეთი - ომალო, იმერეთი - გორდი, გურია - ბახმარო, რაჭა - შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი - ელიას ტყის მიმდებარედ - ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული, 15 და 22 ივლისს გაიმართება.
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.
მთელი დღის განმავლობაში ცნობილი შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. დღე კი ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
იმერეთი, გორდი
14:00 საათი – DJ მეტრეველი
14:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00 საათი– ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები – დეგუსტაცია – ადგილობრივი ფოლკლორის თანხლებით
14:00 საათი – გასართობი თამაშები – ველოტური, ზიპლაინი, მასტერ-კლასები, კონკურსები
14:30 საათი – შეფ-მზარეულ მიშა ავსაჯანიშვილის კერძების დეგუსტაცია
14:30 საათი – შეფ-მზარეულ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია
16:30 საათი – ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია
17:30 საათი – „მთის დღეები 2023“ დაჯილდოების ცერემონია
17:30 საათი – ანსამბლი „ჩვენებურები“
20:30 საათი – სიმღერა კოცონთან „თბილისური კვარტეტი“