TOPNEWS » მთავარი თემა » საქპატენტმა ასხის მთის სულგუნს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა ასხის მთის სულგუნს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა ასხის მთის სულგუნს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ ასხის მთის სულგუნს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა.

ასხის მთის სულგუნი – ჩედერიზებული ტიპის ყველია, მისი მიკროზონა ასხის მთის ლანდშაფტურ-გეობოტანიკურ არეალს მოიცავს. მის დასამზადებლად გამოყენებული რძე მიიღება, ძირითადად, მეგრული წითელი ჯიშის ძროხის (ან მისი ნაჯვარი) ან მეგრული ჯიშის თხისგან, ბარიდან მთაში ასვლის შემდეგ, მაისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, რა პერიოდშიც ცხოველები იკვებებიან მხოლოდ სუბალპური და ალპური საძოვრის ბალახით.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ ასხის მთის სულგუნთან ერთად კიდევ 2 უნიკალურ ქართულ პროდუქტს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი მიანიჭა, ესენია: ღვინო „ლეჩხუმი“ და ღვინო „რაჭა”.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu